პეტრე-პავლობის მადლი გფარავდეთ – გილოცავთ!
გილოცავთ პეტრე-პავლობას!
პეტრე-პავლობა – ხსენება წმიდათა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: პეტრესი და პავლესი
ტროპარი:მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.
|
კონდაკი:მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი ქადაგნი, და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი. |