“უმრავლესობამ დაუდასტურა პრემიერს განახლებული შემადგენლობა”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობამ პრემიერს მთავრობის შემადგენლობა დაუდასტურა.

„მინისტრობის კანდიდატებთან დაისვა მრავალი კითხვა, ყველა კითხვაზე პრემიერმა გასცა ამომწურავი პასუხი, ხაზი გაესვა რეფორმებისა და ცვლილებების აუცილებლობას, გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს და მუშაობის დაჩქარებულ დინამიკას.

უმრავლესობამ საბოლოო ჯამში დაუდასტურა პრემიერმინისტრს განახლებული შემადგენლობა. სახელებს და გვარებს ვერ გავახმოვანებთ, რადგან ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივლისს 09:00 საათზე დასახელდება.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password