ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა (პირდაპირი)

მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში 4 ახალი მინისტრია. ცვლილება შეეხო განათლების, ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს. დანარჩენი 6 უწყების ხელმძღვანელი უცვლელი დარჩა.

განათლებას მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გახდა, ეკონომიკის მინისტრად გიორგი ქობულია დასახელდა, საგარეო უწყებას კი დავით ზალკანიანი უხელმძღვანელებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი კახა კახიშვილი გახდა.

https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/285860975483312/