ქართველი ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

უზბეკეთის დედაქალაქში, 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 85 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ჩემპიონობა მოიპოვა.

დავითაძისთვის წლევანდელი სეზონი წარმატებული აღმოჩნდა. გაზაფხულზე ბუქარესტში მან 85 კგ კატეგორიაში ევროპის პირველობაზე აჯობა ყველას – 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.