„მე უკვე არ აღგიქვამთ სერიოზულად, გპასუხობთ მოვალეობის გამო“ (ვიდეო)

მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების კითხვებს პასუხობენ. ოთარ კახიძის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს თეა წულუკიანი მუშაობის გაგრძელებას მაშინ, როცა მას დეპუტატებისა და არასამთავრობოების ნაწილი უნდობლობას უცხადებს, წულუკიანმა უპასუხა, რომ ის არ აღიქვამს კახიძეს სერიოზულად და პასუხობს მხოლოდ იმიტომ, რომ კანონით ევალება.