“პუტინმა ორჯერ შეაქო ტრამპი, ცდილობს მოთაფლოს…”

ამერიკისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა შეაფასა გენერალმა, ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ:

1. შედეგები, როგორც ჩანს, თითქმის ნულოვანია. რა მოლოდინებიც მქონდა ზემოთ მითითებულ ბლოგში. პუტინმა ორჯერ შეაქო ტრამპი თავის გამოსვლაში. მიზეზი გასაგებია, ცდილობს მოთაფლოს. ასევე ჰქონდა მცდელობა, წარმოეჩინა თავი, თითქოს გლობალური პოლიტიკის თანაბარი მოთამაშეა. ტრამპი გაცილებით თქვშეკავებული და სიტყვაძუნწი იყო. მის სიტყვებში გამოჩნდა, რომ ნულოვანი ნიშნულიდან დაძვრა რთული იქნება.

2. განიხილეს ის საკითხები, რომლებიც ამ ბლოგში აღვწერე: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2272186016132856&id=100000244408994

P. S. როგორც აღმოჩნდა, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში ასობით ამერიკელი ბიზნესმენი მონაწილეობდა. საინტერესო სანქციებია.