გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტობის საერთო კანდიდატს დღეს წარადგენს

“ძალა ერთობაშია!” – ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დღეს პირველ საერთო პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებენ და პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენენ.

კულუარებში არსებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 პოლიტიკური პარტიის სახელით გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.