არაბიანი თუ ტაისაევი-ვინ მფარველობს კვარაცხელიას?

სულ ახლახანს დაგვიკავშირდა ადამიანი, რომლის ვინაობას კონფედენციალურობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ დავასახელებთ, თუმცა თავად წყარო უარს არ ამბობს ვინაობის გამხელაზე. მისი თქმით, საქართველოში პრორუსულ ძალად მიჩნეული ვალერი კვარაცხელია რეალურად საქართველოში პერსონა ნონ-გრანტად მიჩნეული აგასი არაბიანის პროტეჟეა რუსეთში. წყაროს თქმით, კვარაცხელიას მფარველობს ოსი დეპუტატი ტაისაევი, რომელიც იყო კოკოითის მხარდამჭერი და ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ტრუსოს ხეობაც უნდა მიეთვისებინათ ოსებს.

-„განახებთ ფოტოს და გაასაჯაროეთ. საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს“-განაცხადა წყარომ და ეს ფოტო მოგვაწოდა.

ფოტოს ნახვის შემდეგ, მოვიძიეთ ინფორმაცია და ეს სურათი ჩრდილო ოსეთის ელფეპერის თავმჯდომარის გვერდზეც ვნახეთ.

(https://www.facebook.com/photo.php?fbid=1038995329520822&set=pb.100002310938148.-2207520000.1471939202.&type=3&theater)

არის თუ არა ტასაევი დუმის დეპუტატი ნამდვილად? ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ არჩილ ჭყოიძეს დავუკავშირდით, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის დუმასთან, თუმცა ახლა მისი დამოკიდებულება მკვეთრად შეცვლილია.

-„ტაისაევი, ნამდვილად არის რუსეთის დუმის დეპუტატი კომპარტიიდან. მე ერთ-ერთ ღონისძიებაზე პირადად მაქვს მოსმენილი მისი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, ტაისაევი იმ დეპუტატთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც არა მარტო სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს უჭერენ მხარს, არამედ ისინი მხარს უჭერენ იმ ჯგუფებს, (როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთშიც) რომლებიც თრუსოს ხეობის საქართველოსთვის წართმევის ინიციატივით გამოდიან. ასე რომ არ მომერიდება ვთქვა-ტასაევი სეპარატისტების მხარდამჭერი ოსი დეპუტატი.

 -ამბობენ, კვარაცხელიას სწორედ ტაისაევი უჭერს მხარს, თქვენ რას იტყვით ამაზე?

-ხო, ამბობენ, თუმცა არა მხოლოდ კვარაცხელიას, ის უჭერს მხარს ფიფიასაც.

 თუ ბატონი ვალერი კვარაცხელია გამოთქვამს კომენტარის გაკეთების სურვილს, ჩვენ მზად ვართ მისი პასუხი საზოგადოებას მივაწოდოთ.

კომენტარის დატოვება