შიხიაშვილი: მე ბრძოლას ვირჩევ!!!

ირაკლი შიხიაშვილი

ჩემო დანო და ძმანო! დღეს , რომ საქართველო და ქართველობა დაკნინებული და სახელდაბეჩავებულია ყველა ვხედავთ!
დღეს, რომ გაბრძოლების უნარიც აღარა აქვს, ამასაც ხომ ყველა ვხედავთ?
გაუთავებლად ისმის შეძახილები სხვადასხვა უბედურება-საფრთხეებზე:
ხმა ავიმაღლოთ! გამოვფხიზლდეთ!
ვიღუპებით!
უცხო ტომელები გვართმევენ მიწებს და არ დავუშვათ!
და ასე შემდეგ…
მაგრამ ფოთოლსაც კი ვერ ვატოკებთ ამ მოწოდებებით.
იცით რატომ?!
იმიტომ, რომ ქართველებმა ფიზიკური და სულიერი საყრდენი დავკარგეთ! არ ვიცით რისთვის ვცოცხლობთ და რიღასთვის ღირს თავის გაწირვა!

მართლაც რისთვის?!

იმ მიწისთვის რომელიც ერთი ჰექტარი სასაცილო ფასი- 1000 დოლარი ღირს?!
რომელსაც ჰექტრობით ჰყიდის მთავრობა უცხოტომელებზე?!

მიწისთვის, რომელისგანაც ვეღარ ვიღებთ საზრდოს?!

თუ სახლისთვის, რომელიც იპოთეკაში უდევს ქართველს და დღეს თუ ხვალ დაკარგავს?!

დედა ეკლესიისთვის, რომელიც ლამის კრემლის აგენტად
მონათლეს და შიგნიდან თუ გარედან გამალებით ანგრევენ?!

დამშეული, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახისთვის, რომელსაც სიღატაკის შეგუების იქით გზა აღარ დარჩენია?!

თუ დახლეჩილი, უცხო ქვეყანაში გახიზნული ოჯახის წაევრებისთვის?!

თუ მთავრობებისთვის, რომელებსაც დღემდე ფეხებზე ვკიდივართ?!

იქნებ “უფლებადამცველთათვის” რომლებსაც მარტო უფლებები ადარდებთ და ვალდებულებები-არა?!

თუ გახრწნილი ადამიანებისთვის, რომელნიც თავისი გარყვნილების ნორმად ქცევისთვის, გაკაპასებულნი იბრძვიან და სახელმწიფო, სამშობლო არც ესმით, არც ანიტერესებთ რა არის?!

ან, “კაიფში” გაშტერებული საზოგადოების ნაწილისთვის, ვისაც საერთოდ დავიწყებული აქვს სიცოცხლის სიხარული?!

ჰო, ჰო რისთვის ღირს ბრძოლა, შრომა,თავდადება აღარ გვესმის, აღარ!!!
ამ ტოტალური გაუკუღმართებისგან საცოდავი, დაფეთებული და უსუსური მზერა გაგვიჩნდა!!!
ცოტა ხანში მთელი კავკასია ზიზღით და დაცინვით დაგვიწყებს ყურებას!!!
გამოსავალი?!
გამოსავალი არის ბრძოლა, ბრძოლა ღირსეული სიცოცხლისთვის!
დიახ, ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლისთვის, შვილებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრისთვის, ეკლესიისთვის, სამშობლოსთვის!!!
იმიტომ, რომ თუ არ ვიბრძოლებთ, მაინც მოვკვდებით, უფრო სწორად-ჩავძაღლდებით!
თუ ვიბრძოლებთ უკვდავებისთვის, ანუ რაც ჩამოვთვალე იმისთვის, მაშინ კაცურად მოვკვდებით, გარდავიცვლებით!

ჩვენ გვაქვს ისრაელის გამოცდილებით შექმნილი პროექტი “გეორგია”.
ისრაელის-რომელმაც ამ პროექტით შესძლო უდაბნოში აეშენებინა ღირსეული,ძლიერი სახელმწიფო!

მათ შეძლეს?!-ჩვენც შევძლებთ!!!

ჩაძაღლების მაგივრად, მე ბრძოლას ვირჩევ!!!
“გეორგია”- ჩვენი პროექტია!!! გავერთიანდეთ ქართველებო!!! ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს ფეხზე დაყენებას!!!
მეიმედებით- გეიმედებოდეთ!