მარინა ლათიბაშვილი: კარგი იქნება აღსდგეს მუხლი ,,ცილისწამების შესახებ”

ჟურნალისტი, „პროგრესულ-დემოკრატიული პარტიის“ საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ლათიბაშვილი ამბობს, რომ ხედავს ცილისწამებაზე სასჯელის შემოღების აუცილებლობას და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ძალიან განიცდის, რომ ირგვლივ აგრესია  გამეფდა.

-„აგრესიამ და ცილისწამებამ ლამის წალეკოს ქვეყანა. განსაკუთრებით მძლავრობს ცილისწამება და რაც სამწუხაროა,პასუხის მომთხონიც არავინაა. ვგულისხმობ,ოფიციალურად,ქვეყანაში კანონის არარსებობას ცილისწამების შესახებ. ისე აბრალებენ ერთმანეთს ,,ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას”, ისე ამოსვრიან ლაფში ერთმანეთის ავტორიტეტს, რომ პასუხის გაცემა შეიძლება მალე მუშტი-კრივში გადავიდეს. ამა თუ იმ ქვეყნის ,,აგენტისა” და ,,ჯაშუშის ” იარლიყის მიკერებას მგონი,უკვე ყველას ყური ისე მიეჩვია,რეაქციაც აღარ აქვთ. :(კარგი იქნება,აღსდგეს მუხლი ,,ცილისწამების შესახებ”. იქნებ,ამან მაინც შეაჩეროს ქვეყანაში მოვარდნილი ცილისწამების ნიაღვარი.კარგი იქნებოდა ჩვენს იურისტებს ემუშავათ ამ კანონპროექტზე. ნათქვამია, ,,ცდა ბედის მონახევრეაო”. საზოგადოებაში უკვე აშკარად არის ამ მუხლის აღდგენის სურვილიც და განწყობაც“.

 

კომენტარის დატოვება