სინოპტიკოსები საბერძნეთში ისევ ძლიერ სიცხეებს პროგნოზირებენ

ათენის მხალობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას  ABC News-ი ავრცელებს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით მეხანძრე, 3 სახანძრო თვითმფრინავი და 2 ვეტმფრენია ჩართული. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

მომდევნო დღეების მანძილზე სინოპტიკოსები საბერძნეთში ძლიერ სიცხეებს პროგნოზირებენ.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან საბრძოლველად ევროპულ სახელმწიფოებს დახმარების თხოვნით უკვე მიმართა.