ოკუპაცია გრძელდება!-სოფელ სობისში ოკუპანტებმა 6 ჰექტარი მიწა შემოსაზღვრეს!

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორი ადგილობრივის, შალვა და მერაბ ჩილინდრიშვილების კუთვნილ ნაკვეთზე ხორბლის მოსავლის აღება დაიწყეს.

ადგილობრივების თქმით,  ოკუპანტებმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ტერიტორია, 6 ჰექტარი მიწა შემოსაზღვრეს, დღეს დილიდან კი კომბაინები შეიყვანეს.

ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, რომელიც სიტუაციას ეცნობა.

კომენტარის დატოვება