კობაიძე: მღებრიშვილს არ ჰყოფნის გამბედაობა, სახელმწიფო კი დუმს!

21 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შსს-სთან საპროტესრო აქცია –ძალადობა უნდა დაისაჯოსგამართეს. მათ სამი დღე მისცეს შსს-ს, რათა რეაგირება მომხდარიყო. აქცია 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს ეხებოდა.

-„ ვადა მივეცით 3 დღე და თუ არაფერი შედეგი არ იქნება, აუცილებლად დავიყწბთ შიმშილობის აქციას. მოვუწოდეთ შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე, რათა უსწრაფესად იქნეს გამოძიებული, აგრეთვე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სამტრედიის პოლიციის უფროსი ნიკა საჯაია. ა რავის მივცემთ უფლებას წყალს გაატანოს 2012 წლის მონაპოვარი. ჩვენ ამისთვის ნამდვილად არ ვიბრძოდით!“-განაცხადა აქციაზე უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა.

აქციიდან 3 დღე გავიდა. გამოღო თუ არა პროტესტმა შედეგი და მიიღეს თუ არა პასუხი აქციის მონაწილეებმა? ამ კითხვებზე პასუხისთვს აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძეს დავუკავშირდით.

-„ რეაგირება შსს-დან რეაგირება ნოლი! ეს ნიშნავს რომ გრძელდება მიდგომები – ჩვენები კანონზე მაღლა, დანარჩენების კანონის წინაშე სრული პასუხისმგებლობით დასჯა…

სამწუხაროა რომ მღებრიშვილს არ ჰყოფნის გამბედაობა და არ აძლევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ადამიანს,  რომელმაც აშკარად გადაამეტა თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ან არაპროფესიონალობის გამო მოუვიდა,  ყოველ შემთხვევაში პასუხი უნდა მოეთხოვოს!  წინააღმდეგ შემთხვევაში იარსებებს დაუსჯელობის სინდრომი, რაც ძალზე საშიშია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან თუ საჯარო მოხელეს არ ექნება განცდა, რომ მისი უკანონო საქციელის გამო მას ვინმე დასჯის, მივიღებთ ტოტალიტარულ სახელმწიფოს,

ასე რომ ეს საკითხი უკვე საზოგადოების განხილვის თემაა და ცუდია რომ სახელმწიფო დუმს!“-გვითხრა კობაიძემ.

 

კომენტარის დატოვება