მშვიდობისა და გამარჯვების სიმბოლო მავთულხლართებთან

გვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, რუსულ მავთულხლართებთან ახლოს ქართული ჯვარი აღიმართა. ეს ტერიტორია, საკმაოდ ახლოს მდებარეობს ე.წ. საოკუპაციო ხაზთან.

-„10 წელი შესრულდა აგვისტოს მოვლენებიდან და ჩვენ, სოფელ აძვში აღვმართეთ ჯვარი. ჯვარი არის სიმბოლო, ბოროტებაზე გამარჯვების და ჯვარცმას შემდგომ მოყვა აღდგომა. ჩვენც ამ მოლოდინში ვართ. ჩვენ გვწამს, რომ ბოროტება დამარცხდება. ჩვენ არ ვართ მტერი არავისთვის. თუ ვიღაცა გვმტრობს ჩვენ,  კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი თანაარსებობა,“ – განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ აძვში მდებარე სამების ეკლესიასთან სიმბოლო სინოდის წევრებმა აკურთხეს. სამების ეკლესიაში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ იქადაგა. პროცესს ვატიკანის წარმომადგენელიც დაესწრო.