ნონა გაფრინდაშვილი ისევ ჩემპიონია! ვულოცავთ!

ნორვეგიის დრამენში გამართული ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. გამარჯვება ვეტერან (65+) მოჭადრაკეთა შორის ნონა გაფრინდაშვილმა მოიპოვა.

გამარჯვებულმა პირველობა 9-დან  5,5 ქულით ელენა  ფატალიბეკოვასთან (რუსეთი) გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით დაჯაბნა მეტოქე. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა ვეტერანთა შორის  თამარ ხმიადაშვილმა.