„ხელისუფლებავ, ოპოზიციავ! ნუ იცახცახებ გადაშენების კარს მომდგარ ნამდვილ საფრთხესთან!“

ირაკლი შიხიაშვილი

ქართულ-ამერიკული ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

დიდგორი უბრალოდ ბრძოლის მოგება არაა! დიდგორი არსებობისთვის გადარჩენისთვის ბრძოლაში გამარჯვებაა! ამიტომ ეწოდა “ძლევაი საკვირველი”.
ხელისუფალთ და ოპოზიციას უკეთ უნდა ესმოდეთ მისი მნიშვნელობა! სურათების გადასაღებად და საპოზიოროდ 5 წუთით კი არ უნდა მოსულიყვნენ, არამედ დიდი სახალხო ზეიმი უნდა გამართულიყო და თვითონ ხალხთან ერთად  მართლა უნდა ეზეიმათ! ძრწოლვით ატანილნი არ უნდა ცახცახებდნენ, ოსმალიზაციის, ირანიზაციის, არაბიზაციის კარს მომდგარ ნამდვილ საფრთხესთან! პოლიტიკოსებო,ხალხი შეცდომებს გაპატიებთ, განსაცდელში მიტოვებას-არა!!!