მომავალი თაობები მათ ისტორიებზე უნდა გაიზარდონ…

16 აგვისტო მარაბდის ომში დაღუპული 9 ძმა ხერხეულიძის და 900 ქართველის ხსენების დღეა.

მომავალი თაობები მათ ისტორიებზე უნდა გაიზარდონ, მერე აღარც სამხედრო სავალდებულო სამსახურს აარიდებენ თავს და აღარც პატრიოტიზმი იქნება ირონიული ღიმილის გამომწვევი სიტყვა.

„თუ ქართველი ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკეო“ და სწორედ ასეთი ვაჟკაცები იყვნენ მარაბდის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლები.