ზინაიდა კვერენჩხილაძე – ზეციურ საქართველოში ვულოცავთ დაბადების დღეს!

პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ზეციურ საქართველოში ვულოცავთ დაბადების დღეს.

 ზინაიდა კვერენჩხილაძე დაიბადა 1932 წლის 25 აგვისტოს თბილისში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1951 წლიდან.

მნიშვნელოვანი როლები: სლავკა (,,ფილოსოფიის დოქტორი”),  ლელა (,,ბახტრიონი”), ვარინკა (,,ფიროსმანი”), ლიზი (,,წვიმის გამყიდველი”), ტურა  (,,ჭინჭრაქა”), ელიზაბეტ პროქტორი (,,სეილემის პროცესი”), დედა (,,მზიანი ღამე”), ანტიგონე (,,ანტიგონე”), ფედრა (,,ფედრა”), მედეა (,,მედეა”), ზეინაბი (,,ღალატი”), იოკასტე (,,ოიდიპოს მეფე”), კლეოპატრა (,,ანტონიოსი და კლეოპატრა”), ემილი დიკინსონი (,,ამჰერსტის მშვენება”), დედა (,,სისხლიანი ქორწილი”), მერი პოპინსი (,,მერი პოპინსი”), პონსია (,,ვთამაშობთ ჯინს”), ლიტერატურული კომპოზიცია ,,სხვა საქართველო”,

თამარი (,,მოხუცი ჯამბაზები”), მაკრინე (,,მზის დაბნელება საქართველოში”).

ჯილდოები:

1967 წ. – საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

1976 წ. – საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

1999 წ. – ღირსების ორდენი

2000 წ.  – სპეციალური პრიზი, თეატრალურ ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალი –,,ოქროს ნიღაბი”)

1 990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი – სტუდია „ქვემო ქართლი”. მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო შესანიშნავი წიგნის „ჩემი ანტიგონეს” პუბლიკაციით.

2010 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ზინაიდა კვერენჩხილაძის ,,ვარსკვლავი.”

გარდაიცვალა 2011 წლის 2 სექტემბერს.

 

 

კომენტარის დატოვება