ისტორიაში პირველად სვანეთს საკუთარი საფეხბურთო კლუბი ეყოლება – დავუდგეთ გვერდით ახალგაზრდებს!

სვანეთში საფეხბურთო კლუბის დაარსება სურთ, დიახ,  ისტორიაში პირველად სვანეთს საკუთარი საფეხბურთო კლუბი ეყოლება.

FC MESTIA დაარსების შემთხვევაში მომდევნო სეზონიდან საქართველოს რეგიონულ ლიგაში ჩაერთვება.

კლუბის დაარსების ინიციატივა სპორტულ ჟურნალისტებს დავით დოლიძესა და ლევან ქობალიას ეკუთვნით. ეს უკანასკნელი სწორედ ამ ულამაზესი კუთხის შვილია და ჟურნალისტურ საქმიანობასაც სწორედ სვანეთში ახორციელებს. იდეის ავტორები შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთანაც აპირებენ. მათი თანადგომის გარეშე სვანეთს კვლავ უფეხბურთოთ დარჩენა მოუწევს, რითაც რეგიონში მცხოვრები უამრავი მოზარდი დაზარალდება.

უფრო ვრცლად ამ თემაზე დავით დოლიძე და ლევან ქობალია.

მესტიაში, ისევე როგორც სვანეთში არ არის განვითარებული პროფესიონალური ფეხბურთი. ამის გამომწვევი მიზეზი კი საფეხბურთო კლუბის არ არსებობაა, რომელიც პროფესიონალურ დონეზე იასპარეზებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. სვანეთში საფეხბურთო კლუბის დაარსებას და შემდგომ განვითარებას ცდილობს მესტიის რაიონის ახალგაზრდა მკვიდრი, სპორტული ჟურნალისტი ლევან ქობალია.უკვე მზად არის კლუბის ლოგოც.

Gmtv.ge მას პრადად ლევან ქობალიას დაუკავშირდა.

ლევან, როგორც ვიცით თქვენ აპირებთ დაარსოთ საფეხბურთო კლუბი. რატომ გაგიჩნდათ ამის გაკეთების სურვილი?

-მოგესალმებით! მე ზოგადად მიყვარს ფეხბურთი და სწორედაც მაგიტომ ვარ ამ სფეროში, სპორტულ ჟურნალისტიკას ვგულისხმობ. დღეს არსებული სიტუაციით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სვან ფეხბურთელთა რაოდენობა ძალიან მცირეა. არსებობს სვანეთში დიდი რესურსი იმისათვის, რომ აქ ფეხბურთი განვითარდეს და ამით ისარგებლოს როგორც მესტიამ ასევე ზოგადად ქართულმა ფეხბურთმა. ასე რომ არსებობს რესურსი და ვეცდებით ეს რესურსი ავითვისოთ. იდეის თანა ავტორია ჩემი მეგობარი და კოლეგა, დათო დოლიძე რომელთანაც ერთად ვმუშაობ ამ საკითხზე. გვეძლევა შესაძლებლობა გავხდეთ სვანეთში პირველი კლუბის დამფუძნებლები რითაც, ისტორიაში შევალთ.

-თუ შეიძლება რომ დეტალურად მოგვახსენოთ, რა არის თქვენი გეგმები რა ერქმევა კლუბს და გვითხრათ რა იქნება თქვენი ნაბიჯები?

-დიახ, ჩვენ კლუბის სახელი უკვე მოფიქრებული გვაქვს და კლუბს ერქმევა მესტია (FC MESTIA). ეს იმიტომ რომ სვანეთის ცენტრი და კლუბის სარსებო ადგილი არის სწორედ მესტია. დაახლოებით სექტემბრის თვეში ვგეგმავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბატონ ლევან კობიაშვილთან შეხვედრას რათა მისგან მივიღოთ მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. ჩვენ ნოემბერ-დეკემბრამდე ყველანაირ საბუთს მოვამზადებთ საკრებულოში წარსადგენად. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეგვიწყობს რადგან ეს ქმნის სამუშაო ადგილებს განავითარებს მესტიას, დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პრობაგანდაში. აქვე გეტყვით იმასაც რომ როცა დარეგისტრირდება კლუბი ოფიციალურად, ავტომატირად გადაეცმეა მას ერთჯერადად 50,000 ლარი საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან.

ჩვენ საკრებულოსგან ვითხოვთ რომ აიღონ კლუბზე ფინანსური პასუხისმგებლობა და ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოს მინიმუმ 50,000 ლარი რასაც დაემატება ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ჩარიცხული იგივე თანხა და საბოლოო ჯამში 100,000 ლარი საკმარის იქნება კლუბის მინიმუმ სეზონით არსებობისთვის. კლუბის ასე ვთქვათ შიდა სამზარეულოზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია ამაზე ვერ ვისაუბრებ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ურთიერთ თანამშრომლობით ყველაფერს მივაღწევთ და მარტის თვეში, როცა დაიწყება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, საფეხბურთო კლუბი “მესტია” ოფიციალურად ჩერთვება რეგიონალურ ჩემპიონატში. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივებს მაქსიმალურად მივცეთ შანსი თავის გამოჩენის.

– ძირითადად რა ასაკის ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული გუნდი?

– ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ეს უბრალოდ დროის საკითხია, რამდენად მოვასწრებთ მარტამდე გუნდის შეკრებას, თუმცა აგერ, ეს ინფორმაცია დღეს გაჟღერდა და რამდენიმე ფეხბურთელმა თვითონ მოგვწერეს და გამოხატეს სურვილი ითამაშონ მესტიის სახელით. ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სვანეთის ისტორიაში და მჯერა, რომ ყველა მხარში ამომიდგება და ერთად შევძლებთ მიზნის მიღწევას.

მომავალი კლუბის ფეისბუქ-გვერდი  – ადევნეთ თვალი

https://www.facebook.com/Fc-Mestia-1670382133060184/?fref=mentions&__xts__[0]=68.ARBPh8oOgsWKhYhAOOSHSxbyyDj38kpUAvFw3wCvW4a8wqyvCDKM2t7AUQVCY79_efgRcg34o_Y94vM2rgYE88KLNkqGhr2twXKvU_Rwq3ZX3J2fnSgS_X-Fptsg7oXVJU3CeRJ_5-h-&__tn__=K-R