კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

ანდრო ასლანიშვილი: კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა
-07 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 17 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 10 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 27 მლნ ლარს მიაღწია.
„კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 4 ათას ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ყურძნის კრეფის პროცესი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო, გარდა საგარეჯოსი, სადაც ტრადიციულად რთველი შედარებით მოგვიანებით იწყება,“ – აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი 20 აგვისტოს  გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში 135 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვება. ყურძენი უკვე გადაამუშავა 60-მდე ღვინის კომპანიამ.
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  http://georgianwine.gov.ge.