“ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია, რომელიც დაგეგმილი იყო კაშიას ქმედების გასაპროტესტებლად”

9 სექტემბერს გასამართ მატჩზე, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, მარშმა აქცია გააუქმა.

-“ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფორმანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას  ქმედების გასაპროტესტებლად” – ამის შესახებ „ქართული მარში“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„მოვუწოდებთ ყველა ლგბტ-პროვოკატორს – ნუ გაიკეთებენ 9 სექტემბერს მამათმავლობის სიმბოლოს, ლგბტ სამკლაურებს. იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა როგორც იქნა მატჩი მოიგო და გაუჩნდა შანსი ითამაშოს შემდეგ ეტპზე, იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფორმანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ამაზრზენი ქმედების გასაპროტესტებლად.

ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა და ლგბტ სამკლაურები, მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო დროშებით და ნაკრების ატრიბუტიკით ერთად ვუგულშემტკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. იმ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგულვებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენ სოდომის ცოდვის – მამათმავლობის სიმბოლიკას, მაშინ იძულებულნი ვიქნებით მშვიდობიანად არ დავუშვათ ლგბტ ბანდის აქცია, გეი-აღლუმი და მთელს ქართველ ერს მოვუწოდოთ, აღდგეს სოდომის ცოდვის ზეიმის წინააღმდეგ !!!

P.S.იმედს ვიტოვებთ, რომ თავად ფეხბურთის ფედერაცია და გურამ კაშია შეაჩერებენ დაგეგმილ პროვოკაციას და ფეხბურთის მატჩს არ აქცევენ ჰომოსექსუალთა ზეიმად!“, – ნათქვამია „ქართული მარშის განცხადებაში.