ზუგდიდის მერი თანამდებობიდან გადადგა

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია ფეისბუქზე წერს:

-„ „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავამაც.