იქმნება კანაფის კონტროლის სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება. შსს-ს პროექტის მიხედვით სააგენტო კანაფის ლეგალურ ბრუნვას, ლიცენზირებას, სამართალდარღვევების პრევენციას დაარეგულირებს და პასუხისმგებელი იქნება ასევე კანაფის შესახებ საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიაზე.

სააგენტოს ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სიმბოლოები.

სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

სააგენტო ყოველი წლის თებერვალში პარლამენტს კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით. წლიურ ანგარიშს წარუდგენს.