4 წლიდან მანქანის საჭესთან – საოცარი დემეტრე დემეტრაშვილი (ვიდეო)

დემეტრე დემეტრაშვილი 9 წლისაა. ის  ტყვიავში ცხოვრობს, თუმცა მისმა სახელმა უკვე გააღწია სოფლის ფარგლებს და „ნიჭიერის“ ქასტინგიდან დაგვამახსოვრა თავი. დემეტრე მერე „ნიჭიერის“ სცენაზე აღარავის უნახავს, მაგრამ ბავშვმა დიდი სტრესისი მიუხედავად ფარ-ხმალი არ დაყარა და გააგრძელა ვარჯიში.

დემეტრე 4 წლიდან მანქანას დამოუკიდებლად მართავს, არა მხოლოდ მსუბუქს, ტრაქტორსაც და შესანიშნავად ართმევს თავს თეორიულ ნაწილსაც.

დემეტრეზე უფრო მეტს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ, ჩვენ კი მას პირობა ჩამოვართვით, რომ სანამ დიდი ბიჭი არ გაიზრდება, მართვის მოწმობას არ აიღებს დიდ გზაზე მანქანას არ მართავს.

დემეტრე სკოლაშიც წარმატებული მოსწავლეა, ოლიმპიადებშიც გამარჯვებული და ცეკვავს კიდეც…

გაიცანით, დემეტრე დემეტრაშვილი.

გადაცემაზე მუშაობდნენ:

გიორგი ორაგველიძე, დავით ორაგველიძე, მაია ცომაია და ქეთი მიქაძე