ფერეიდნელი ქართველი ბიჭი თბილისში სკოლის გარეთ დარჩა

ფერეიდნელი ქართველი ბიჭი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია საქართველოს მოქალაქეა წელს განათლების გარეშე დარჩა. ჩვენ ფერეიდნელი ქართველი ნიკა რამიშვილი გაგვესაუბრა.

თუმცა, სანამ მას მოვუსმენთ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ნიკა შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას.

აი რა მოგვიყვა ნიკა რამიშვილმა.

-ჩემი ბიძაშვილია ეს ბავშვი, წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს მოქალაქეა. 7 კლასი დაამთავრა და მე-8-დან უკვე თბილისში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. მივედით 123-ე საჯარო სკოლაში, იქიდან გაგვატანეს წერილი განათლების სამინისტროში, სადაც გვითხრეს რომ არის რარაც ბარიერები, მაგრამ საბოლოო ჯამში სკოლას შეუძლია ბავშვი მიიღოს. წავედით სკოლაში, მაგრამ არ მიიღეს, გვითხრეს, რომ ირანში სხვანაირი სწავლება გაიარა, სხვა წიგნებით და რადგან კარგად ვერ წერს და კითხულობს უარი გვითხრეს. ჩვენ იმაზეც თანახმა ვართ, რომ უფრო დაბალ კლასში დასვან, ოღონდაც ბავშვმა ისწავლოს და არ დარჩეს განათლების გარეშე“.

ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით განათლების სამინისტროსაც და 123-ე საჯარო სკოლასაც, მათგან მიღებულ ინფორმაციას საზოგადოებას გავაცნობთ.  აუცილებლად დავუკავშირდებით ზვიად ტომარაძეს, რომელმაც ფერეიდნელ ქართველებს ძირ-ძველი სამშობლოს გაცნობის საშუალება მისცა.

ფოტოზე – ფერეიდნელი ქართველები