“ნაცების მიმართ სიძულვილით განწყობილნი ჯიბრით “ოცნების” ნებისმიერ შეცდომას ლოიალობენ”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

-ერთი, მეტად უგუნური, არაობიექტური და არაადექვატური ტენდენცია გვაქვს სახეზე: მრევლის გარკვეული ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ განწყობილი პირადი ანტიპათიითა და სიძულვილით, ფაქტობრივად “ქართული ოცნების” ნებისმიერ შეცდომას ლოიალურად და ნეიტრალურად ეკიდება (ზოგჯერ, ჯინაზე ამართლებს კიდეც), ხოლო დასავლურ პლათფორმასაც “ნაცების” ჯიბრით უარობს და რუსეთისაკენ იმზირება. ეს არის საბჭოური აზროვნების ბაცილა, რომელიც წამლავს საზოგადოებას.

ნაცვლად იმისა, რომ პროგრესული, ცივილიზებული და განმავითარებელი იდეების გარშემო გავერთიანდეთ, ადამიანთა დიდი ნაწილი სიძულვილის, ურთიერთცილობისა და ბოღმის გარშემო ერთიანდება. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” მთლიანი კაპიტალიც, მხოლოოდენ “ნაცების” წარსულით აპელირებაზე დგას და არა ამჟამინელი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ აქტივზე, საქმეებსა და რეალურ პერსპექტივებზე. სწორედ ეს გარემოება მაფიქრებინებს რომ დღევანდელი ხელისუფლება პრაქტიკულად ბანკროტია!