ბრიუსელში დაკავებულ ეჭვმიტანილს წელზე „თვითმკვლელის ქამარი“ ჰქონდა

ბრიუსელში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, უკვე დაკავებულია აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეორე პიროვნებაც.  გაზეთი “Дерньер эр” წერს, რომ მეორე მამაკაცს, რომელიც პოლიციამ სავაჭრო ცენტრთან ახლოს მდებარე ავტომობილში დააკავა, წელზე „თვითმკვლელის ქამარი“ ჰქონდა.

ბრიუსელში, სავაჭრო ცენტრ „სიტი-2“-ში  აფეთქების საფრთხის გამო მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ ცენტრს ალყა შემოარტყა და ეჭვმიტანილი დააკავა. ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები და გამნაღმველები.

 

კომენტარის დატოვება