“მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს, გაერკვნენ კანდიდატების ვინაობაში და გააკეთონ სწორი არჩევანი”

მცხეთა-მთიანეთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მოსახლეობასთან მხარდამჭერი შეხვედრები გრძელდება. დღეს ნიკა მელია, ზურაბ ოტიაშვილი და შტაბის სხვა წევრები თიანეთში იმყოფებოდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ რეგიონის მოსახლეობაში გაურკვევლობაა, საზოგადოების დიდ ნაწილს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დავით ბაქრაძე ჰგონია.

-მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატია გრიგოლ ვაშაძე N5. მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს გაერკვნენ კანდიდატების ვინაობაში და გააკეთონ სწორი არჩევანი.სამწუხაროა, მაგრამ ასეთ შემთხვევას ადგილი მხოლოდ თიანეთში არ აქვს, სხვაგანაც დასტურდება მსგავსი ვითარება”-აცხადებს ზურა ოტიაშვილი.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბუკლეტები დაარიგეს და ყველას 28 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდეს.