ლილუაშვილი ზურაბიშვილს, ვაშაძეს და ბაქრაძეს დებატებში იწვევს

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს დებატებში იწვევს.

-საზოგადოებრივმა არხმა, საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის კანდიდატებს მოგვცა შესაძლებლობა, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა და გავეცნოთ საქართველოს მოსახლეობას. დებატების ფორმატის და დროის განსაზღვრა დაგვითმია თქვენთვის და საზოგადოებრივი ტელევიზიისათვის. ვიმედოვნებთ არ გაექცევით პირდაპირ ეთერში დებატებს და დაგვთანხმდებით გამოწვევაზე, გთხოვთ თანხმობა დაადასტუროთ წერილობით და გადაუგზავნეთ საზოგადოებრივ ტელევიზიას.

ვრცლად განცხადება იხ.

კანდიდატების-დებატებში-გამოწვევა