“ხალხი ცვლილებებს ელოდება” – ვაშაძის მხარდამჭერთა შტაბი ყაზბეგში

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა შტაბის ყაზბეგის ორგანიზაციის წევრები კარდაკარის პირველ დღეს მოსახლეობაში გავიდნენ და საარჩევნო ბუკლეტები დაარიგეს.

ვაშაძის მხარდამჭერებმა მოსახლეობას კანდიდატის პროგრამა და სტრატეგია გააცნეს. როგორც ნონა ფიცხელაურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მოსახლეობა არჩევნებზე წასვლას აპირებს, ისინი ცვლილებებს ელოდებიან.

ყაზბეგში ვაშაძის მხარდამჭერთა შტაბი აქტიურად მუშაობს და გამარჯვების იმედი აქვთ.

კარდაკარ ყაზბეგში ხვალაც გაგრძელდება, შტაბის წევრებს ზურაბ ოტიაშვილი შეუერთდება და საზოგადოებასთან სასაუბროდ გავა.