“შეშინებული ხელისუფლება ისტერიკაშია, თვითგადარჩენის ცხოველური ინსტიქტი ჩართეს”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-უპრეცენდენტო ძალადობისა და კანონის ფეხქვეშ გათელვის უკვე არაერთი ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ბოლომდე ჩალპა და ერთად-ერთი რაც მათ ამოძრავებს არის ინსტიქტი, თვითგადარჩენის ცხოველური ინსტიქტი.

ყველაზე საშიში ამ მოცემულობაში კი არის ის, რომ ეს უინტელექტო, გაუნათლებელი ყელამდე კრიმინალში და კორუფციაში ჩაფლული ბანდა ყველაფერს გააკეთებს, სისხლის დაღვრაზეც კი არ დაიხევს უკან, რათა არ დაკარგონ ძალაუფლება. რაც გარანტირებულად იქნება მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომის გარდაუვალი ფაქტი.

მათ ეშინიათ, სასწაულად ეშინიათ. ხელისუფლება ისეა შეშინებული, რომ ვეღარ აზროვნებს. ასეთი ჩამოშლილი და არა ადექვატური შევარდნაძის ხელისუფლებაც კი არ ყოფილა 2003 წელს.