„პოლიცია პირდაპირ არღვევდა კანონს…”

პარლამენტის წინ გუშინდელ აქციას სამართალდამცავების ქმედებას აღმაშფოთებელს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. მისი თქმით, პოლიცია არაკანონიერად მოქმედებდა და შვილმოკლულ მშობლებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევდა.

„პოლიცია პირდაპირ არღვევდა კანონს… მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის აღმაშფოთებელი. დღეს, ფაქტობრივად, სახელმწიფო ძალადობს ამ ადამიანზე და სახელმწიფო არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.