საარჩევნოდ საზღვარგარეთ, 41 ქვეყანაში 59 საარჩევნო უბანი გაიხსნება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, 41 ქვეყანაში 59 საარჩევნო უბანი გაიხსნება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო.

ვრცლად

http://cesko.ge/geo/list/show/114996-28-seqtembris-skhdomis-shedegeb

უკვე გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსიც. საბუთების წარდგენა შესაძლებელია 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ან ცესკოს ელექტრონულ ფოსტაზე – abroad@cec.gov.ge.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.