“ორშაბათიდან ამ ინიციატივას მივცემთ წერილობით სახეს და პირადად შევთავაზებთ ყველა კანდიდატს”

პრეზიდენტობის კანდიდატის, თემურ შაშიაშვილის მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფის წევრი, PR მენეჯერი ლელა ებრალიძე 2კიდევ ერთხელ მიმართავს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს და მათ მხარდამჭერ შტაბებს ინიციატივით, რომ ერტად გავიდნენ ხალხში და ერთად უპასუხონ ამომრჩევლის კითხვებს.

ჩვენი ინიციატივა ეხება საპრეზიდენტო კანდიდატების ერთობლივ შეხვედრებს ამომრჩეველთან. წლების განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური სპექტრი მიეჩვია ჩხუბს, მიეჩვია ოპონირების მიუღებელ ფორმას, რაც მოსახლეობას ძალიან აღიზიანებს. არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა იმაზე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა შეძლონ ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარება. სწორედ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა ჩვენი ინიციატივა, რომ კანდიდატები ერთად გასულიყვნენ ხალხში და სწორედ ერთად ესაუბრეთ ამომრჩევლის წინ, ერთად გაეცათ ხალხის კითხვებისთვის პასუხი, მაგრამ არც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი და შტაბი არ გამოგვხმაურებია. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ, შევახსენოთ მათ თეიმურაზ შაშიაშვილის შტაბის ინიციატივა და კიდევ რამდენიმე დღე მივცეთ თუნდაც იმისთვის, რომ ბორჯომში, სადაც თეიმურაზ შაშიაშვილი საარჩევნო პროგრამას წარადგენს,  ჩვენთან  ერთად წამოვიდნენ და ერთად შეხვდნენ ბორჯომის მოსახლეობას.

ჩვენი შეთავაზება ეხება ყველა კანდიდატს, რადგან ჩვენთავის კანდიდატების კვალიფიციურად და არაკვალიფიციურად დაყოფა მიუღებელია. ჩვენ ველოდებით ყველას.

ორშაბათიდან ამ შეთავაზებას მივცემთ წერილობით სახეს და პირადად შევთავაზებთ ყველა კანდიდატს და მის შტაბს”.

ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ თემურ შაშიაშვილის ინიციატივას და მიმართვას კანდიდატებისადმი.