კანდიდატები და მათი საარჩევნო ნომრები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. წარდგენილი 46 კანდიდატიდან რეგისტრაცია მხოლოდ 25-მა პირმა გაიარა.

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ კანდიდატთა სია ასეთია:

  1.  დავით ბაქრაძე – პ/გ  „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“ – N2
    2.     მიხეილ (გელა) სალუაშვილი  – პ/გ  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – N28
    3.    ზვიად ბაღდავაძე  – პ/გ „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“  N27
    4.    შალვა ნათელაშვილი –  „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“  N10
    5.    ირაკლი გორგაძე –  პ/გ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ N23
    6.    გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ N5
    7.    გიორგი ლილუაშვილი – პ/გ  პარტია „საქართველო“ N17
    8.    სალომე ზურაბიშვილი –  ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N48
    9.    ზვიად მეხატიშვილი – მპგ „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ N13
    10.   ვახტანგ გაბუნია – პ/გ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ N4
    11.   დავით უსუფაშვილი – პ/გ „თავისუფალი დემოკრატები“ N25
    12.   ბესარიონ თედიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N49
    13.   ლევან ჩხეიძე – პ/გ „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ N40
    14.   ზვიად იაშვილი – პ/გ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“  N30
    15.   ზურაბ ჯაფარიძე  – „გირჩი“ N 36
    16.   აკაკი ასათიანი – ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ N18
    17.   გელა ხუციშვილი – პ/გ „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ N35
    18.   კახა კუკავა  – პ/გ  „თავისუფალი საქართველო“ N21
    19.   თამარ ცხორაგაული – პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება – ზვიად   გამსახურდიას გზა“ N31
    20.   გიორგი  ანდრიაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N51
    21.   ვლადიმერ ნონიკაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N62
    22.   კახაბერ ჭიჭინაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N58
    23.   მიხეილ ანთაძე – მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ N1
    24.   ოთარ მეუნარგია – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ N22
    25.   თეიმურაზ შაშიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N65

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.