“ქალბატონო სალომე! იდეის მოპარვაც ამას ჰქვია!”

ზაურ ნაჭყებია

პრეზიდენტობის კანდიდატის, თეიმურაზ შაშიაშვილის

მხარდამჭერთა შტაბის ხელმძღვანელი

-ქალაქში გამოჩნდა „ქარული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პლაკატები, რომლის სლოგანი „ერთად საქართველოსთვის“ ტყუპისცალივით ჰგავს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, თეიმურაზ შაშიაშვილის მიერ დაახლოებით ორი თვის წინათ გახმოვანებულ სლოგანს:“ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!“

არ ვიცი, რომელმა პიარტექნოლოგმა ურჩია ქალბატონ სალომეს ეს სლოგანი, მითუმეტეს, ადრე სხვა კანდიდატის მიერ გაჟღერებულის შემოკლებული ვარიანტი, მაგრამ შუაში ერთი სიტყვის გამოტოვებამ, ფაქტია, რომ, საარჩევნო გზავნილის არსი გამოაცალა..

ჩვენ მართლაც გვინდა გამარჯვება არჩევნებში, ოღონდ, იმ გაგებით , რომ ამ ნაბიჯით საქართველომ უნდა გაიმარჯვოს!

მადლობა ღმერთს, ამომრჩეველი თანდათან ხვდება, ვინ ყალბია და ვინ მართალი, ვინ ყიდულობს ამომრჩევლის ხმებს ბინძურად ნაშოვნი ფულით და ვინ მიდის ამომრჩეველთან სუფთა წარსულითა და ასევე სუფთა ხელებით

დიახ, „ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის“–შემოხაზეთ საარჩევნო ყუთთან 65 , მხარი დაუჭირეთ პრეზიდენტობის დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე გამოცდილ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კანდიდატს, თეიმურაზ შაშიაშვილს და უახლოეს მომავალში თავადაც დარწმუნდებით, რომ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ”