“ყოველდღე ახალი დეკამერონი იწერება…გადასარჩენია საქართველოში საქართველო!..”

პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მთავარი რწმენაა და სწორედ რომ რწმენით, ერთად დგომით და სიყვარულით უნდა გადარჩეს საქართველო.  მისი თქმით დღეს საქართველოში “ეროვნულ კაცთა ერთობისა და მოქმედების დროა!”

-ვიცი ერთი, უნდა გეშინოდეს არა პროკურატურის,პოლიციის,სასამართლოს,ხელისუფლების,ადამიანის,თუ ადამიანთა რისხვის,არამედ ღმერთის სამართლიანობის, რადგან, როგორც ეს ლუკას სახარებაშია:

“არაფერია დაფარული,რომ არ გაცხადდეს და დამალული,რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ,რაც ბნელში გითქვამთ,ნათელში მოისმენენ და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გახმაურდება. გეუბნებით თქვენ,ჩემო მეგობრებო,ნუ გეშინიათ მათი,ვინც სხეულს კლავს და ამის მეტის არაფრის გაკეთება შეუძლია…”

სიკეთით ცხოვრების ფილოსოფიაა ამ სიტყვებში.

“დეკამერონს” სძლია,მოერია ადამიანი და უფლის რწმენით ცხოვრობს. ჩვენს თვალწინ ყოველდღე ახალი დეკამერონი იწერება…წერს,ვისაც არ ეზარება და ღმერთის არ ეშინია,დაწყებული უზნეო რიგითი არსებით, გაგრძელებული ასეთივე პროკურორით,პოლიციელით,მოსამართლით,პოლიტიკოსით და ხელისუფალით დამთავრებული.

ეს რწმენით მცხოვრებს არ აშინებს,რწმენაში აძლიერებს.რადგან იცის,დედა-ეკლესიაზე შეტევაეს არის შეტევა სამშობლოზე,მის წარსულსა და მომავალზე,ქართულ სულსა და ქართულ ცნობიერებაზე,რომელიც არასდროს არ ყოფილა ჩაკეტილი,მუდმივად ზოგადსაკაცობრიო,პლანეტარული იყო და არის.

დავიცვათ ჩვენი სამშობლო და დედა- ეკლესია,ვიცხოვროთ სიკეთისა და სიყვარულის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით-ამას გვასწავლის მრავალტანჯული ჩვენი ერისა და ხალხის ისტორია და წარსული,ამას გვინერგავდნენ წმიდა მამები და ჩვენი დიდი წინაპრები…ამ განწყობას აძლიერებდა და აძლიერებს ყოველ მოაზროვნე ქართველში ჩვენი დედა-ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი, უწმიდესი და უნეტარესი,ილია მეორე.

ეროვნულ კაცთა ერთობისა და მოქმედების დროა!

დუმილი ღირსების დაკარგვის ტოლფასია!

ვთქვათ პირდაპირ,ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: გადასარჩენია დედა-სამშობლოც,დედა-ეკლესიაც, საქართველოში საქართველო, ქართველში – ქართველი , აფხაზში – აფხაზი , ოსში – ოსი !

დავდგეთ ღირსებით !