„ნუ შეშინდებით, შეხვედრებზეც გადით და არჩევანიც მხოლოდ შვილების მომავლისთვის გააკეთეთ!“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ჩვენს კითხვაზე-რა განწყობაა ხალხში და რა აქვს მას კიდევ ერთხელ სათქმელი ამომრჩევლისთვის, ზურაბ ოტიაშვილმა გვიპასუხა:

-სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხი შეხვედრაზე ვერ გამოდის, რადგან ეშინიათ ან თავად არ დაკარგონ სამსახურები ან შვილი არ გაუთავისუფლონ, ზოგს კი სოციალური დახმარების მოხსნის შიში აქვს. მოსახლეობა პირად საუბრებში ამბობს, რომ უნდათ შეხვედრაზე მოსვლა, მაგრამ საჯაროდ აზრის დაფიქსირების ეშინიათ.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს-აუცილებლად მიდით არჩევნებზე, კარგად გადახედეთ ახლანდელ მდგომარეობას და მხოლოდ შვილების მომავალზე გააკეთეთ ორიენტაცია არჩევანის გაკეთებისას.