„ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!..ვიწყებთ ბრძოლას სიყალბის წინააღმდეგ!“

პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!“.

-არ შეიძლება მუდმივად ერთი კაცის გემოვნებით იმართებოდეს ქვეყანა, არ შეიძლება ერთი კაცი წყვეტდეს ყველაფერს ქვეყანაში, არ შეიძლება მუდმივად ვიღაც ყიდულობდეს და ვიღაც ყიდდეს ხმებს“-განაცხადა კანდიდატმა.

შაშიაშვილის თქმით მისი კონკურენტი არის მხოლოდ ფული და დასძენს, რომ ფულით მართვის დრო უნდა დასრულდეს.

მან სხვა კანდიდატებს კიდევ ერთხელ ხალხში გასვლისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ნებიემიერთან დებატებისთვის.

პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი არის ხალხი და სწორედ ჯანსაღ ერთობას შეუძლია დაამარცხოს ტყუილი და აგრესია.

-„სიყალბის დამარცხების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა! პატივი ვცეთ ხალხს!  თუ არჩევნები ახლაც ისე ჩატარდა როგორც წლებია მოდის, ქვეყანა უფრო დიდ სიყალბეში იცხოვრებს. ვიწყებთ დიდ ბრძოლას სიყალბის წინააღმდეგ!“-განაცხადა შაშიაშვილმა.