„კიდევ უფრო შოკისმომგვრელი იყო, როცა „ოცნების” დეპუტატები ამ თემაზე ხუმრობდნენ…“

ფინანსთა სამინისტროსთან „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლების აქციას პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა შეუერთდა. ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა ბიზნესზე რეკეტი და წილების გადანაწილების მცდელობა, თუმცა კუკავა ამბობს, რომ მისთვის შოკისმომგვრელია გაუპატიურების მუქარა.

„ადამიანის გაუპატიურება კვლავ რჩება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი და კიდევ უფრო შოკისმომგვრელი იყო, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატები – ქანთარია, ცქიტიშვილი და ბევრის გვარი აღარ მახსოვს, მეორე დილით ამ თემაზე როგორ ხუმრობდნენ,“– აცხადებს კახა კუკავა.