საქართველომ კარგად იშრომა და ეს მალე უნდა იქნას აღიარებული

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა პირობა ვიზალიბერალიზაციისთვის.

-„ნათელი იყო ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, რომ ეჭვგარეშეა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა პირობა… და ახლა ეს საკითხი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ – ჰოლანდიამ უნდა ჩართოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) უახლოეს სხდომაზე… თუმცა ყველა წევრმა სახელმწიფომ ნათლად აღიარა ფაქტი, რომ საქართველომ წარმოუდგენლად კარგად იშრომა და ეს უნდა იქნას აღიარებული რაც შეიძლება მალე“-განაცხადა მოგერინმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

კომენტარის დატოვება