ოკუპანტების ახალი მსხვერპლი-50 წლის მამაკაცი გაიტაცეს!

მაია ოთინაშვილი შემდეგ ოკუპანტებმა ახალი მსხვერპლი გაიტაცეს. ამჯერად მათ საქართველოს მოქალაქე 50 წლის აკაკი დოთიაშვილი სოფელ კირბალიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის საქონელს მწყემსავდა.

სავარაუდოდ, მისი დაკავება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა და ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაია ოთინაშვილისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ვადა დღეს ამოიწურება.