საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგამოფენო ღონისძიება – Start in Georgia – 13 ოქტომბერი

13 ოქტომბერს Expo Georgia-ს მესამე პავილიონში წელს უკვე მეორედ ტარდება საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგამოფენო ღონისძიება – Start in Georgia,  სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, რომლებსაც შეთავაზებები აქვთ უკვე არსებული, დამწყები და მომავალი მეწარმეებისთვის.  

10:00-18:00

13 ოქტომბერს Expo Georgia-ში წელს უკვე მეორედ ტარდება საქართველოში ყველაზე
მასშტაბური საგამოფენო ღონისძიება – Start in Georgia, მეწარმეებისთვის და ბიზნესის დაწყების
მსურველებისთვის.

აღნიშნული ღონისძიების უმთავრესი მიზანია მეწარმეებს, სტარტაპერებს და ბიზნესის დაწყების
მსურველებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

გავზარდოთ მეწარმეობის სურვილი და წვლილი შევიტანოთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.
გამოფენა უპრეცენდენტოა, რადგან ერთ სივრცეში არის შესაძლებელი ბიზნესის დამწყებმა და
სტარტაპერმა გადაჭრას ყველა გამოწვევა, რომელიც სწორი სტარტის აღებას უწყობს ხელს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით 2014 წლიდან 2016 წლის საშუალო
მონაცემებით 37278 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ხოლო იგივე წლების საშუალო მონაცემებით
23436 საწარმო გაუქმდა. ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე
მნიშვნელოვანია მეწარმეების მიერ დასაწყისშივე მოხდეს სწორი სტარტის აღება, რაც ეკონომიკის
განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

შარშანდელი ღონისძიებისგან განსხვავებით წელს ვიზიტორების გაორმაგებულ რაოდენობას, 10
000 ვიზიტორს ველოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, რომლებსაც
ექსკლუზიური შეთავაზებები აქვთ უკვე არსებული, დამწყები და მომავალი მეწარმეებისთვის.
ეს კომპანიებია:

✅ ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;
✅ დაფინანსების პროგრამები;
✅ ბიზნეს საკონსულტაციო, იურიდიული და მარკეტინგული კომპანიები;
✅ სახელმწიფო პროგრამები;
✅ ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროგრამები/პროექტები და სერვისები

ვრცლად:

Start In Georgia – პრესრელიზი