თბილისში ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის კონფერენცია იმართება

23 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის  მიერ ინიცირებული კონფერენცია იმართება.

აღნიშნულ კონფერენციაზე, ქალაქ იანანის გენერალური მდივანი, ბატონი სუ სინრონგი (XU XINRONG, Member of the Standing Committee of Shaanxi Provincial Party committee, Secretary of Yan’an Municipal Party Committee)  და თანმხლები დელეგაცია, გაგაცნობთ დეტალებს ქალაქ იანანში მიმდინარე ინდუსტრიული პარკისა და საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმის მშენებლობის შესახებ (აღნიშნულ პროექტში ჩართულნი არიან სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და სხვა ქვეყნებიც).

კონფერენციაზე, ქართული მხრიდან, მოპატიჟებულნი არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,

ქალაქ თბილისის მერი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ათამდე სამთავრობო სააგენტო,  ორგანიზაცია, ასოციაცია და კერძო კომპანიები.

კონფერენციას დაესწრება 120 დელეგატი და მომხსენებელი.

კონფერენციის მიზანია, ქართული მხარისთვის, სამომავლო საექსპორტო / საიმპორტო  შესაძლებლობების გაცნობა და ხუთამდე ქართულ კომპანიასა და ასოციაციასთან მემორანდუმის გაფორმება.

განრიგი:

09:30 – 11: 00

მთავრობის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლა და საქართველოს და იანანის თანამშრომლობის განხილვა

11:00 – 11:45

პანელ დისკუსია ნეთვორქინგი: ახალი შესაძლებლობები, ახალი ბაზრები, ახალი პარტნიორები. მასპინძელი: კენეთ ჭოუ. დელეგატები: საქართველოს და ჩინეთის (იანანის) კერძო და სახელმწიფო სექტორი

11:45 – 12:00

ხელმოწერის ცერემონიალი საქართველოსა და იანანის ინდუსტრიულ პარკს შორის

12:00 – 14:00

ლანჩი, ნეთვორქინგი