უცვლელმა ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ გამარჯვება კიდევ ერთხელ მოიპოვა

ევროპისა და მსოფლიოს ბოლო სამი წლის უცვლელმა ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ გამარჯვება კიდევ ერთხელ მოიპოვა.

ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან თურქი მეტოქე ოსმან ილდირიმი დაამარცხა. ფინალამდე ქართველმა ფალავანმა სამი მეტოქე გაანადგურა, ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1, აზერბაიჯანელ გამზატხან ისრაპილოვს 29 წამში 8-0 და ნახევარფინალში უნგრელი ფერენს ალმასს 1:35 წუთში 9-0 მოუგო.

კომენტარის დატოვება