არჩევნების პირველი ტურის ხმების 100% დათვლილია

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ხმების 100% დათვლილია. ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

3 705 საარჩევნო უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 37.74% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 38.64%.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემების თანახმად, კანონის მიხედვით დაინიშნება მეორე ტური, რომელიც საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება.

https://www.gmtv.ge/49482-2/