“ღია წერილი ქართულ ოცნებას! – იკადრეთ და მოგვისმინეთ!”

კონსტანტინე მორგოშია

ღია წერილი ქართულ ოცნებას!!!

– როცა მოსახლეობის 54% ზურგს გაქცევთ ეგ მარტო ნაცების ბრალი არ არის თუ დამიჯერებთ. როცა 1,5% -იან გირჩს და 0,7% იან თეთრ ხმაურს უგორებთ კოჭს იმაზე უნდა დაფიქრდეთ, რომ თქვენს უკან საქართველოა და დედა ეკლესია. მანდ ზოგ ზოგიერთებმა საკუთარ ამპარტავნობას გადააბიჯეთ და გონს მოდით …..ნუ ცხოვრობთ არარსებულ რეალობაში.

ეს არც ულტიმატუმია და არც მოთხოვნა ეს უბრალოდ ისაა, რომ თქვენ ნაცებთან და ევრონაცებთან წააგეთ არჩევნები. თქვენ წააგეთ და არა ქართველმა ხალხმა, რომლებიც 2012 წელს გვერდზე გედექით. ახლა ხომ დარწმუნდით, საქართველო არც მარტო ივანიშვილია და არც სააკაშვილი. საქართველო ყოველთვის ქართველი ხალხი და დედა ეკლესია იქნება. ამ ქვეყანაში არასდროს მარიხუანა არ იბიბიბინებს და არასდროს “კოჰაბიტაცია” არ იქნება “გაპრავებული”.

სანამ ჯერ კიდევ დროა ხალხს ელაპარაკეთ და ყველაფერი პირდული დაივიწყეთ. ის მაინც იკადრეთ, რომ აქ კომენტარის დაწერს არ შეუშინდეთ.

უფალმა დალოცოს საქართველო!!!