“შემდეგი აქცია გაიმართება 7 ნოემბერს 2 საათზე რუსთაველზე“

ვერის ბაღში აქცია-არა წარსულს!-მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ წინა რეჟიმი მთლიანად არ ჩამოშორდება მმართველობის სათავეებს.

-არა ნაციზმის რეინკარნაციას, არა აგრესიულ რევანშს! ვიბრძოლოთ ყველანაირი მეთოდით, რომ არ დაბრუნდნენ მოძალადეები, არ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა!”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე იმყოფება დავით მაღრაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მორიგი ასეთი შეკრება 7 ნოემბერს რუსთაველზე გაიმართება.

-რევანშისტული აგრესიის საფრთხე ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. ეს მოუშორებელი ჭირი საბოლოოდ უნდა დამარცხდეს, ამისთვის საჭიროა ქუდზე კაცი.

შემდეგი აქცია გაიმართება 7 ნოემბერს 2 საათზე რუსთაველზე“-განაცხადა მაღრაძემ.