“მეგრელი კაცის ტირილს ვერ ვივიწყებთ და ამიტომ მხარს ვუჭერთ ნაციონალების არმოსვლას!”

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირა რჩაბა. ქვეყანა მოლიდინის რეჟიმში ცხოვრობს-ვინ დაიკავებს ქვეყნის პირველი პირის და მტავარსარდლის პოსტს? ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი მხოლოდ მეორე ტურის შეგედების შემდეგ გვექნება, იქამდე კი ყველას აინტერესებს რომელი პოლიტიკური ძალა რომელი კანდიდატის გვერდით დგება და რას მოუტანს მათი გვერდით დგომა კანდიდატს.

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია ამბობს, რომ სააკაშვილს და მის გუნდს „ღირსების ნატამალი“ არ გააჩნია. მისივე თქმით ახლა საქართველო ისევ 2012 წლის პრობლემების წინ დგას.

-ქვეყანა ისევ გაყოფილია, დგას სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი სუნი, კეთდება არასახელმწიფოებრივი განცხადებები და ისმის ძალადობრივი მოწოდებები. გრიგოლ ვაშაძეს არეულობა არ გამოუვა, მაგრამ ხალხის მობილიზაცია აუცილებელია. საზოგადოებამ უნდა დაანახოს ნაციონალურ მოძრაობას, რომ არასდროს დადგება მის გვერდით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ნაციონალების არმოსვლას! სულ ყურში მაქვს მეგრელი კაცის ტირილი! აუცილებელია აქტიურობა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, მხოლოდ მახინჯი კოჰაბიტაციის დამწყები მთავრობის იმედზე ვერ ვიქნებით. ხალხმა უნდა ვიაქტიუროთ. მეორე ტურში ნაცბანდას უნდა ვუთხრათ არა!”-აცხადებს ძაგანია.