“ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ოცნების წარმომადგენლები უფრო მონდომებულები გახდებიან…”

ნიკა მელია

-გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იცით როგორი კარგები და მონდომებულები გახდებიან? მოინდომებენ და განახორციელებენ ყველა იმ პროექტს რასაც 6 წლის განმავლობაში მხოლოდ გვპირდებოდნენ, თან ამას მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გააკეთებენ.

მაგრამ თუკი ისევ მხოლოდ სხვის ბრალდებებს გააგრძელებენ, თუკი ისევ არაფერს გაკეთებენ, თავად ოცნებაში მოიძებნება ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ დაცლილი ვართო ლეგიტიმაციისგან და ჩაატარებენ ვადამდელ არჩევნებს.